Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილებასთან თანამშრომლობის ფარგლებში,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

აცხადებს აპლიკანტთა წინასწარ შერჩევას ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის პროგრამაში მონაწილეობისთვის!

 

  • ჰარვარდის საზაფხულო სკოლა (HSS), დაარსებული 1871 წელს, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველი აკადემიური საზაფხულო პროგრამა.
  • კურსებს უძღვებიან ჰარვარდის პროფესორები, გამოჩენილი მოწვეული მეცნიერები და ინდუსტრიის ექსპერტები.
  • პარტნიორობის უპირატესობები მოიცავს პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობებს, მხარდაჭერას სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის გაკეთების პროცესში და სხვა სტუდენტურ უპირატესობებს სწავლის პერიოდში და შემდგომ.

 

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე (სწავლების სამივე საფეხურის) აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს:

1. აკადემიური წინაპირობა:

  • აქვთ GPA არანაკლებ 3.2-სა სწავლების მიმდინარე საფეხურზე (2025-26 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით)

2. თსუ-ს მიერ ნაწილობრივად დაფინანსებულ პროგრამაზე განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც:

  • 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულს სემესტრში სარგებლობენ თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული გაცვლითი პროგრამით
  • 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულს სემესტრში ასრულებენ სწავლას თსუ-ში
  • 2025 წელს თსუ-ს დაფინანსებით მონაწილეობა მიიღეს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში

3. ენობრივი კომპეტენცია:

აპლიკანტები უნდა ფლობენ ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელ შემდეგ დოკუმენტთაგან ერთ-ერთს (რომელიც გაცემულია არაუადრეს 2024 წლის 1 იანვრისა):

  • TOEFL – 100 ქულა ინტერნეტზე დაფუძნებულ TOEFL iBT ტესტზე, მათ შორის TOEFL iBT Home Edition-ის ვერსიაზე.
  • საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირების სისტემა (IELTS) აკადემიური* – 7.0, მათ შორის IELTS აკადემიური ონლაინ ტესტი.
  • PTE Academic ტესტი (PTEA) – 70
  • Duolingo ინგლისურის ტესტი (DET) – 125

 

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მოსაკრებლის, ცხოვრებისა და კვების სრულად გადახდის ბოლო თარიღია 2026 წლის 11 მაისი.

 

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.